(+995) 577 97 74 12
Darkveti@mes.gov.ge
ჭაითურა, სოფ. დარკვეთი 





                                           

  
       
            
             
  სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოკლე ისტორია      
         
                1919 წლამდე დარკვეთის მოსახლეობა დაწყებით კლასებში სწავლობდა მიუსერების(ბელგიელების) სახლში, რომელიც მდებარეობდა ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე, დღევანდელი ხე-ტყის საწყობის ტერიტორიაზე.
      1919 წელს სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნით დარკვეთში კერძო ოჯახში გაიხსნა პირველი- მეოთხე კლასი, დაწყებითი სკოლა. ხოლო 1923 წელს მოსახლეობის დაჟინებულიმოთხოვნით დაარსდა ოთხწლიანი სკოლა, რომელმაც მუშაობა დაიწყო ანთიმოზ ბესარიონის-ძე ღუღუნიშვილის სახლში.
     
       
       
       
       
       
       
     
       
       
       
       
       
       
  თავდაპირველად იყო ორი „კლასკომპლექტი“. აღნიშნული სკოლის გამგე გახლდათ პლატონ ექვთიმეს ძე კაციტაძე. მასწავლებლები: 1. დომინიკა ბაქრაძე(რაჭველი ქალბატონი); 2. ვანო გვიანიძე (პირველი მსოფლიო ომის ინვალიდი).
      1927 წელს სოფლის ძალებით შეიძინეს სამოთახიანი ხის შენობა თედორე ჯაჯანიძისაგან, რომელიც დადგმული იქნა ამჟამად არსებული სკოლის ეზოში. ჯერ იყო დაბალი ხის შენობა, შემდეგ ორსართულიანი (პირველი სართულიიყოქვის, მეორე სართული კი-ხის). სკოლა იყო ხუთოთახიანი.
      1951-1952 წლებში ამავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარის სერაფიონ დავითის-ძე ღუღუნიშვილის ხელმძღვანელობით სკოლას მიუშენდა ქვის ორი ოთახი, ძირს და მაღლა.
      1930-1936 წლებში აღნიშნული სკოლის გამგედ მუშაობდა გრიშა დარისპანის ძე ბაქრაძე.
     1936-1940 წლებში სკოლის გამგე-მასწავლებლად მუშაობდა: იოველ სპირიდონის ძე ჯიშკარიანი,მასწავლებლებად კი ბ.გაფრინდაშვილი, ვ. ღუღუნიშვილი, ნ. ბაქრაძე, გ. ბაქრაძე, თ. თაბაგარი, ე.ცარციძე.
       1938 წელს სკოლის გამგედ მუშაობდა ბაბო გაფრინდაშვილი.
      1945-1946 წლებში სკოლის დირექტორი იყო ნინო ასათიანი.
     1946-1947 წლებში სკოლის დირექტორად მუშაობდა ალექსანდრე იაკობის ძე ჭანკვეტაძე, სასწავლო ნაწილის გამგედ კი- ნათელა ცაგურიშვილი. მათ დაემატათ მასწავლებელი ირაკლი იაკობიძე.
      1953-1954 წლებში სკოლის დირექტორად დაინიშნა ირაკლი გიორგაძე და მასწავლებლები ე. ზუბიაშვილი.
      1954-1962 წლებში სკოლის დირექტორად დაინიშნა იპოლიტე კაპანაძე. მასწავლებელთა სრული შემადგენლობით: თ. მერმანიშვილი, თ. ბოჭორიშვილი, თ. ღავთაძე, მ. ბაჯელიძე, გ. მაჭავარიანი., მ. მერმანიშვილი, ნ. ცაგურიშვილი, ე. ედიგაროვა. ე. ცარციძე, თ. ღავთაძე, ნ. კაციტაძე.
      1957-1958 წლებში სკოლა გადაკეთდა რვაწლიან სკოლად. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ალიოშა ჭიღლაძე გახლდათ. ამ სკოლის პირველი პიონერხერმძღვანელი იყო მ. გაფრინდაშვილი, საქმის მწარმოებელი კი - ლ. გამყრელიძე.
      1961-1962 წლებში სკოლის დირექტორად დაინიშნა იულია ბიწაძე, სასწავლო ნაწილი გახლდათ შ. კაპანაძე. ამავე წლებში სკოლას მიაშენეს ექვსი საკლასო ოთახი.
      1970-1974 წლებში სკოლის დირექტორადდაინიშნა გიორგი იაგორის ძე კაპანაძე, სასწავლო ნაწილის გამგედ კი- გ. ბაჯელიძე. 1971 წელს განთავისუფლდა სასწავლო ნაწილის გამგე გ. ბაჯელიძე და დაინიშნა ნ. ჭიტაძე.
      1973-1974 წლებში დაიწყო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და დასრულდა იმავე წელს.
      1974წელს განთავისუფლდა გიორგი კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა გივი მუმლაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1983 წლამდე. 1983 სკოლის დირექტორად დაინიშნა ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც იმუშავა დირექტორად 1987 წლის ივლისამდე. სკოლა 1978 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად, რომლის პირველი გამოშვება(საშუალო განათლების) იყო 1980 წელს.ამ პერიოდში სკოლის დამსახურებული პედაგოგები იყვნენ ლიანა გაფრინდაშვილი, ნაზიკო ჭიტაძე, ციალა ზულიაშვილი, ასმათი გომართელი, ნარგიზი ჯელაძე, პოლიკარპე კაპანაძე, შურა ალექსანდრა ყურუა, ელენე ცარციძე, თინა ბოჭორიშვილი, თამარ ღავთაძე...
      1987 წლის ივნისიდან 2007 წლამდე საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა ნუგზარი ხვედელიძე.
      დარკვეთის სკოლის გამგე-დირექტორები.
      1.1923 წელს პლატონ კაციტაძე.
      2. 1930-1936 წლებში გრიშა ბაქრაძე.
      3. 1936-1940 წლებსი იოველ ჯიშკარიანი.
      დარკვეთის სკოლის დირექტორები:
      1. 1946-1953 წლები - ალექსანდრე ჭანკვეტაძე.
      2. 1953-1954 წლები - ირაკლი გიორგაძე.
      3. 1954 -1962 წლები - იპოლიტე კაპანაძე.
      4. 1962-1971 წლები - იულია კაპანაძე.
      5. 1971- 1974 წლები -გიორგი კაპანაძე.
      6. 1974-1983 წლები - გივი მოდებაძე.
      7. 1983-1987 წლები - ნონა გაფრინდაშვილი.
      8. 1987-2007 წლები - ნუგზარ ხვედელიძე.
      9. 2007-2008 წლები - ნოდარ გელაშვილი.
      10. 2008 წლის 27 თებერვლიდან დღემდე დარიკო ხვედელიძე.
     
       
       
       
       
       
       
       
       
         
         
       
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
      .